Saturday, November 13, 2010

ეკოლოგია

1)პროექტის  სახელწოდება“ეკოლოგია“. 
პროექტის განხორციელებას დასჭირდება 2 გაკვეთილი. რა ტრაფარეტებს დაწერდით ამ საკითხთან დაკაავშირებით.გთხოვთ წარმოადგინოთ ისინი შემდეგი გაკვეთილისათვის. 
2)პროექტის მიზანი: განუვითაროთ მოსწავლეებს ბუნების სიყვარული და სურვილი მისი დაცვისათვის. 
3)პროექტის სრული აღწერა: თიანეთის ბუნებრივი პირობების აღწერა და ჩამოთვლა თუ რა შეიძლება გაკეთდეს პრობლემების აღმოსაფხვრელად. რა იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, წყალდიდობებს, და როგორ შეიძლება ავიცილოთ ის თავიდან. წარმოადგინეთ დამცავი მექანიზმები ბუნების დასაცავად და ეკოლოგიური  საკითხების გადასაჭრელად. რა საფრთხეს უქმნის ტყის გაჩეხვა , გარემოს დაბინძურება, ხანძარი, წყალდიდობა და სხვა ანომალიები.აქ მოვიშველიებთ კომპიუტერს რომელშიც ჩაწერილი იქნება ამონარიდები სხვადასხვა ქვეყნების და ამავე დროს საქართველოს მასშტაბით
4)მონაწილეთა ასაკი: 15. მეათე კლასი. 
5)პროექტის ხანგრძლივობა :ორი გაკვეთილი.შუალედი 3 დღე. ამ საკითხების გასაშუქებლად და სურათების გადასაღებად. მოვიწვევთ პარალელურ კლასს .ისინი ჯერ მოუსმენენ და შემდეგ გაიმართება დისკუსია. 
6)მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებმა საღად იმსჯელეს მოსალოდნელ კატაკლიზმებხე,რაც გამოწვეულია ბუნების კანონების დარღვევით,ადამიანები რომლებიც უმოწყალოდ ანადგურებენ და აბინძურებენ ბუნებას და საფრთხეს უქმნიან ტყის ცხოველებს დაფრინველებს. მათ წარმოადგინეს ამკრძალავი ნიშნები.ესენია:
1.ტყე შეუნახე შვილებსა... 
2.ნუ მოჭრით ტოტს რომელზეც ზიხარ! 
3ერთი მოჭრილი ხის სანაცვლოდ დარგეთ ხუთი.აქვე გაიხსენეს ილია ||–ს ამასწინანდელი
მოწოდებაც. 
4.ნუ დაყრით საჭმლის და სასმელი ბოთლების ნარჩენებს!
5.არ დატოვოთ ანთებული კოცონი!
6.არ გადააგდოთ სიგარეტის ნარჩენი ხმელ ბალახზე განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში!
7.დაიცავით ნადირობის წესები სეზონის მიხედვით!
8.თევზაობა იკრძალება ქვირითობის პერიოდში–მაისი, ივნისი,ივლისი,აგვისტო.
9.არ გამოიყენოთ დინამიტი ან ელექტრობა თევზის დასაჭერად!
10.არ ჩაყაროთ ტოქსიკური ნარჩენები მდინარეებსა და ზღვებში!
7)სასარგებლო  სხვებისათვის:მოწვეულ პარალელ კლასთან ერთად ვიმსჯელებთ ერთობლივი ზომების გატარებაზე როგორც სკოლის შენობაში ასევე სკოლის და დაბის შემოგარენში. ამისათვის დავსვავთ საკითხს შესაბამის ორგანოში იმდენჯერ სანამ საკითხი არ გადაწყდება დადებითად. მაგალითად ივრის სანაპიროს სათანადოდ გამაგრება,წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია საფრთხე მოსახლეობისათვის. ასევე საჭიროა სასწრაფო გაზიფიცირება რათა გადარჩეს ტყე ხეების გაჩეხვისაგან მოსახლეობის მხრიდან ზამთრის პერიოდში. ასევე საგანგაშოა მოსახლეობის მხრიდან ნაგვის ქუჩებში დაყრა,წყლის სათავის ქლორით დამუშავება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ინფექციური დაავადებები.
8)სამუშაო ენა:ინგლისური–ქართული.
9)მონაწილეები:პარალელი კლასი.
10)კავშირი სხვა საგნებთან ან სასწავლო გეგმასთან: მე–10კლასის სახელმძღვანელო, ქიმია,ბიოლოგიის სხვადასხვა დარგთან.
11)ფასილიტატორის ელ–ფოსტა.natela.kurshavishvili@gmail.com
 12)შედეგები:პროექტში დასახული მიზნების განხორციელება შედეგიანი იქნება, რადგან კარგად იყო ის გათვლილი თვითოეული მოსწავლის თვით შეგნებაზე და პასუხისმგებლობაზე.
პროექტის განხილვისას მოსწავლეების მიერ გამოყენებული იქნა როგორც  კომპიუტერული ამონარიდების ჩვენება, ასევე მათ მიერ დამზადებული სურათები და ტრაფარეტები,ცარცი,დაფა
და სახელმძღვანელო.
12)შეფასება: მოსწავლეების მიერ გაწეული მუშაობა და მიზანი შეფასდა დადებითად.